ახალი ამბები

ახალი მინისტრისგან შრომის უსაფრთხოებაზე ხედვის გასაჯაროების მოთხოვნით აქცია გაიმართება

17 ივლისი, 2019 • 994
ახალი მინისტრისგან შრომის უსაფრთხოებაზე ხედვის გასაჯაროების მოთხოვნით აქცია გაიმართება

ჯანდაცვის ახალი მინისტრისგან შრომის უსაფრთხოებაზე თავისი ხედვის წარმოდგენის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები სამინისტროს წინ პარასკევს, 19 ივლისს შეიკრიბებიან.

“16 წლის ახალგაზრდა შეეწირა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების არარსებობას. 1200-ზე მეტი ადამიანია მკვდარი ან დასახიჩრებულია სამუშაო ადგილებზე. ქვეყანაში ან არ არის სამუშაო ადგილები, ან არის და საშინელი პირობებია.

შევიკრიბოთ პარასკევს, 2 საათზე, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან და მოვთხოვოთ ახალ მინისტრს პასუხს, რა ხედვა და გეგმა აქვს მას არსებულ კრიზისულ ვითარებაში“, – ვკითხულობთ აქციის აღწერაში.

16 ივლისს თბილისში, მშენებლობაზე 16 წლის მუშა გარდაიცვალა. შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსპექტორის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა

მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშა 16 წლის იყო

მასალების გადაბეჭდვის წესი