ახალი ამბები

BBC: მარიუპოლი “გრადებით” დაიბომბა, არის მსხვერპლი

24 იანვარი, 2015 •
BBC: მარიუპოლი “გრადებით” დაიბომბა, არის მსხვერპლი

“ბოევიკების მიერ განხორციელებული დაბომბვის და სროლების შედეგად, მარიუპოლის დასახლებულ პუნქტებში, რამდენიმე ქუჩაზე 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ზუსტდება”- ამ ინფორმაციას “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დონეცკის ოლქში უკრაინის შს სამინისტროს წარმომადგენელი ვიაჩესლავ აბროსკინი ავრცელებს. 

 

მარიუპოლის გრადებით დაბომბვის შესასახებ ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების პრეს-ცენტრმა გაავრცელა: 

 

“გრადებით დაიბომბა სამხრეთ უკრაინის ქალაქი მარიუპოლი. ოლიმპისკაიას ქუჩაზე დაინგრა საცხოვრებელი სახლები. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ზუსტდება. ბაზართან დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა სამი ადამიანი, სამივენი ერთი ოჯახის წევრები არიან.”

 

გასულ კვირას აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა. უკრაინის სამხედრო ძალებმა 21 იანვარს განაცხადეს, რომ კონტროლი დაკარგეს დონეცკის აეროპორტზე. 

 

ამევე დღეს ბოევიკებმა დაცხრილეს ავტობუსი დონეცკში. 

 

23 იანვარს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა, რომ ის აღარ აწარმოებს მოლაპარაკებებს კიევთან. 

 

მარიუპოლის დაბომბვიდან რამდენიმე საათის შემდეგ ევროსაბჭოს წარმომადგებელმა ფედერიკა მოგერინიმ განცხადება გააკეთა. მან რუსეთს უკრაინაში კონფლიქტის შეჩერებისკენ მოუწოდა.

უკრაინა, მარიუპოლი
უკრაინა, მარიუპოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი