ახალი ამბები

წაიღებენ რუსთავი2-ს?! თუ იბრძვი, რუსთავი 4 ამოვა! – მელია

18 ივლისი, 2019 • 1071
წაიღებენ რუსთავი2-ს?! თუ იბრძვი, რუსთავი 4 ამოვა! – მელია

წაიღებენ რუსთავი 2-ს?! თუ იბრძვი, მის ადგილას რუსთავი 4 ამოვა! ეს არის ბრძოლის 2×2=4. გამარჯვება წინაა, ბიძინა უკან! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია წერს.

მეგობრებო, ბრძოლა არასოდეს მთავრდება – არც დამარცხებით, არც გამარჯვებით. დამარცხდები?! – უნდა იბრძოლო, რომ გაიმარჯვო. გაიმარჯვებ?! – უნდა განაგრძო ბრძოლა, რომ არ დამარცხდე! ახლა რომ გადამწყვეტი ეტაპია ბრძოლის, ამას ბავშვიც კი ხვდება”, – აცხადებს ნიკა მელია.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

საჯარო რეესტრმა ახლად დარეგისტრირებული მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის დირექტორად ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაარეგისტრირა. ნიკა გვარამია თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

გვარამია გადაყენებულია — რ2-ს ახალი დირექტორი ჰყავს

მასალების გადაბეჭდვის წესი