ახალი ამბები

სერგო თეთრაძის საქმეზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

23 იანვარი, 2015 •
სერგო თეთრაძის საქმეზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეგის ქარდავა დამნაშავედ იქნა ცნობილი 144′-ე და 138-ე მუხლებით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას და წამებას გულისხმობს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქედან, ამნისტიის კანონის თანახმად, მეგის ქარდავას სასჯელის 1/4 მოაკლდა და საბოლოოდ, თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განესაზღვრა.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, რომელსაც პროკურატურამ 2013 წლის 14 იანვარს წარუდგინა ბრალი სერგო თეთრაძის წამებისთვის, 2014 წლის 27 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ ეპიზოდში გამართლდა.

 

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ სამი პირი 2011 წლის 18 სექტემბერს ჯაშუშობის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს, რის საფუძველზეც ისინი მოათავსეს სასჯელაღსრულების  მე-8 დაწესებულებაში. სერგო თეთრაძე აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსებიდან მე-4 დღეს გარდაიცვალა.

 

სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე 2011 წლის სექტემბერში დაიწყო გამოძიება, რომელიც  2011 წლის 31 დეკემბერს შეწყდა მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დანაშაულის არარსებობის მოტივით.

 

2012 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა  თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ განახლდა გამოძიება.

 

პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და მოხელეების, ასევე მათი დავალებით სხვა პატიმრების  მონაწილეობით,  სერგო თეთრაძე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით არაერთხელ ცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება, რის შედეგადაც სერგო თეთრაძე ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკამრისობით.

 

მეგის ქარდავას ინტერპოლი ეძებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი