სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, სომხეთში ფრინველის გრიპის ვირუსის შეჭრის პრევენციის მიზნით გაიცა განკარგულება, რომ დროებით აიკრძალოს ცოცხალი ფრინველის და ნებისმიერი ტიპის ფრინველის პროდუქტის, მათ შორის კვერცხის, ასევე ძვალ-ხორცეულის, ფქვილის და კვებითი დანამატების (გარდა სინთეტიკური და ქიმიური ნივთიერებების შემცველი კვებითი დანამატებისა) იმპორტი. აკრძალვაში მოყვა ასევე კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს და პოლიმერული კონტეინერები.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აკრძალვა კანონის “საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი” და სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით დაწესდა.
აკრძალვა არ ვრცელდება ჩინეთიდან 1 იანვრამდე ექსპორტირებულ საქონელზე, წერს “ვესტნიკ კავკაზა”.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |