ახალი ამბები

მიუღებელია ინგა გრიგოლიას ბულინგი, მინდა მხარი დავუჭირო მას – გახარია

17 ივლისი, 2019 • 1929
მიუღებელია ინგა გრიგოლიას ბულინგი, მინდა მხარი დავუჭირო მას – გახარია

შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისთვის ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა და ბულინგი, რომელიც მასთან ინტერვიუს შემდეგ დაიწყო სოციალურ ქსელებში, სრულიად მიუღებელია.

გახარიას განცხადებით, მას სურს გრიგოლიას მადლობა გადაუხადოს და მხარი დაუჭიროს.

“მე მინდა ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა და აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა და ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელბენ. მინდა მადლობა გადვუხადო მწვავე დისკუსიისთვს, სადაც მე მქონდა საშუალება, ჩემი აზრი გამომეთქვა”, – განაცხადა გახარიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი