ახალი ამბები

სააკაშვილი ხაზარაძეს ოლიგარქს უწოდებს

17 ივლისი, 2019 • 1609
სააკაშვილი ხაზარაძეს ოლიგარქს უწოდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მამუკა ხაზარაძეს “ფულის ტომარა ოლიგარქს” უწოდებს, რომელიც “ხელისუფლებაში შეძრომას ცდილობს”.

ახლა მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია, უკან არდახევა და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება. რა თქმა უნდა, აქედან გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები, ახალი ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მქონე მთავრობის ჩამოყალიბება და ოლიგარქების გაწევა, ვინც არ უნდა იყოს – ძველი ოლიგარქი ივანიშვილი და თუნდაც ახალი ოლიგარქები, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში და თავის გეგმებს ასახელებენ, იგივე [მამუკა] ხაზარაძე. ჩვენ ოლიგარქები აღარ გვჭირდება. საქართველო უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი უნდა იყოს [თავისი ქვეყნის] ბატონ-პატრონი და არა ვინმე ფულის ტომარა, რომელიც თავის ჯიბეზე მოარგებს საქართველოს”, – ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

დღეს, 17 ივლისს, მამუკა ხაზარაძის შესაძლო პოლიტიკურ გეგმებზე ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მიესალმება თიბისი ბანკის დამფუძნებლის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების თაობაზე:

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

9 ივლისს მულტიმილიონერმა ბიზნესმენმა, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

მამუკა ხაზარაძის თანახმად, “მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დააფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება”.

ვრცლად წაიკითხეთ:

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

მასალების გადაბეჭდვის წესი