პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტული გახდა ის პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს სახელმწიფოს დემოკრატიული ფასეულობებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განვითარებას და მიმართულია სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად.
ანგარიშის თანახმად ყველაზე მეტი თანხა – საერთო რაოდენობის 32 % (მილიონ სამოცდათერთმეტი ათასი ლარი) დაიხარჯა ბავშვთა და მოხუცთა დაცვის მიმართულებით. სასამართლო რეფორმის დასახმარებლად თანხის 20 % (შვიდას ორმოცი ათასი ლარი) დაიხარჯა, ხოლო 18 % (ოთხასორმოცდაათი ათასი ლარი) კი – კულტურული მრავალფეროვნების განვითარებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფონდი 2015 წელსაც გააგრძელებს მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების დაფინანსებას.