ახალი ამბები

3 წლის წინ 1.1 მილიონად აღდგენილ კუს ტბის საბაგიროს მთლიანად ცვლიან

17 ივლისი, 2019 • 3713
3 წლის წინ 1.1 მილიონად აღდგენილ კუს ტბის საბაგიროს მთლიანად ცვლიან

კუს ტბის საბაგირო გზა, რომლის რემონტშიც 3 წლის წინ 1.1 მილიონი ლარი დაიხარჯა, გადაუდებელი ტექნიკურის სამუშაოების გამო 18 ივლისიდან მუშაობას აჩერებს და მისი სრულად შეცვლა იგეგმება.

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, გეგმური შემოწმების შედეგად, დაიგეგმა მისი სრულად გამოცვლა, „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად.

როგორც სატრანსპორტო კომპანია განმარტავს, მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საბაგირო გზის ექსპლუატაცია შეჩერდება აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე.

რატომ გახდა 3 წლის წინ რესტავრირებულ-მოდერნიზებული საბაგიროს თავიდან გაკეთება საჭირო? – ამ კითხვაზე პასუხს ნეტგაზეთი თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან ელოდება, რომელსაც მიღებისთანავე გაცნობებთ.

3 წლის წინ

კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, 2016 წლის 12 ოქტომბერს დედაქალაქის მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ საზეიმო ვითარებაში გახსნა.

3 წლის წინ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანია 7 თვის განმავლობაში ატარებდა საბაგიროს რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოებს.

2016 წელს თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანია თავს იწონებდა იმით, რომ კუს ტბის საბაგიროზე “დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, გამოიცვალა გამწევი და ე.წ. კუდის ბაგირები, ადაპტირდა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის და ევროსტანდარტებს მიუახლოვდა”.

3 წლის წინ სარემონტო სამუშაოები  განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ბაგირმშენმა”. 2016 წელს საბაგიროს რემონტში 1.1 მილიონი (1 100 000) ლარი დაიხარჯა.

რემონტის შემდეგ, კუს ტბის საბაგიროთი მგზავრობის საფასური 1 ლარს შეადგენდა.

7-თვიანი რემონტის შემდეგ, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ კუს ტბის საბაგირო გზა საზეიმო ვითარებაში 2016 წლის 12 ოქტომბერს გახსნა

მასალების გადაბეჭდვის წესი