ახალი ამბები

ოთხშაბათს აქციის ფარგლებში რუსთაველზე “წიგნის დღე” გაიმართება

16 ივლისი, 2019 • 1128
ოთხშაბათს აქციის ფარგლებში რუსთაველზე “წიგნის დღე” გაიმართება

ოთხშაბათს პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციის ფარგლებში “წიგნის დღე” გაიმართება. ორგანიზატორების ცნობით, აქციას ამ ეტაპზე უერთდებიან:

  • სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing
  • გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing
  • წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა – Bookshop Santa Esperanza
  • გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing

“გარდა გამომცემლობებისა, გვექნება აქციის ორგანიზატორების სტენდი, რომელთანაც შეგიძლიათ მოიტანოთ თქვენი წიგნები, რომლებსაც ჩვენ გავყიდით და შემოსულ თანხას გადავრიცხავთ აქციის ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე.

აქციის მოთხოვნა უცვლელია:

“გავრილოვის ღამეზე” პასუხისმგებელი შს მინისტრი, გიორგი გახარია უნდა გადადგეს!

ქვეყნის სამსახურში გელოდებით”, – ნათქვია აქციის ანონსში.

აქცია ხვალ, 17 ივლისს, 19 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი