ახალი ამბები

უსუფაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს შეხვდა

2 თებერვალი, 2015 •
უსუფაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრის თემა იყო იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიება და მასთან დაკავშირებული საკითხები. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული დანაშაულის უსწრაფესი გახსნის, ისევე, როგორც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების დასრულების დიდ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე.

 

პარლამენტის აპარატის ცნობით, მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ზურაბ და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეების გამოვლენა საქართვლეოს პროკურატურის ნომერი პირველი პრიორიტეტია და საამისოდ მობილიზებულია ქვეყნის მთელი სამართალდამცავი სისტემა.

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ამ საზარელი დანაშაულების ჩამდენ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემა, არამედ ძალადობის ამგვარი აქტების გამომწვევი და ხელისშემწყობი ფაქტორების საფუძვლიანი ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი