დავის საგანია “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” ის ნორმები, რომელთა თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებში მერობისა და გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას და საარჩევნო ბლოკს.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ისინი შესაძლებლობას მოკლებულნი არიან, იყვნენ ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფის წევრები და დაასახელონ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, ან იყვნენ დასახელებული ასეთი საინიციატივო ჯგუფის მიერ.
მათი აზრით, საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული კანდიდატის წარდგენა ამომრჩეველს აძლევს შესაძლბლობას, რომ არჩევით თანამდბობაზე იყოლიოს პირი, რომელიც თავისუფალი იქნება პარტიული ვალდებულებებისგან. ამიტომაც საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ მათ უნდა ჰქონდეთ მერეობის კანდიდატის დასახლების უფლება. მათი აზრით ეს შეზღუდვა საქართვლოს კონსტიტუციის 28- და 29-ე მუხლს ეწინააღმდეგბა. [სახელმიფო თანამდბობის დაკავების უფლება]