ახალი ამბები

მაშველებმა 4000 მ სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი პირი ამოიყვანეს

16 ივლისი, 2019 • 877
მაშველებმა 4000 მ სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი პირი ამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე ამოიყვანეს.

უწყეა ამბობს, რომ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მყინვარწვერზე მყოფ ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი ყინულის ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა. უწყება ამბობს, რომ ადგილზე მალევე მაშველები მივიდნენ, სამაშველო ოპერაციაში კი ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი