თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ სტამბოლიდან და დუბაიდან გამოფრენილი თვითმფრინავები თბილისის აეროპორტმა ვერ მიიღო, ისინი ჯერ სხვა ლოკაციაზე დასხდნენ და შემდეგ უკან დაბრუნდნენ.
“ნისლის გამო ორი რეისი გაუქმდა იმიტომ, რომ ვერ მოფრინდნენ, ერთი მოფრინდა “ლუფთჰანზა” და უბრალოდ მიუნხენის მიმართულებით ვეღარ გაფრინდა”, -აცხადებენ აეროპორტში.
სწორედ მიუნხენის მიმართულებით რეისი შესრულდება დღეს, 21 იანვარს, 16:40 საათზე, აეროპორტში სხვა გადადებული რეისების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.