ახალი ამბები

თუ მოსამართლის გამოცდას ჩააბარებთ, დავტოვებთ საბჭოს – მოსამართლეები ჯანეზაშვილს და დოლიძეს

16 ივლისი, 2019 • 814
თუ მოსამართლის გამოცდას ჩააბარებთ, დავტოვებთ საბჭოს – მოსამართლეები ჯანეზაშვილს და დოლიძეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, ირაკლი შენგელია და სერგო მეთოფიშვილი, პირობას დებენ, რომ თუ საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ, ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დატოვებენ.

ეს განცხადება მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს, 16 ივლისს გააკეთეს, სადაც მოსამართლე ილონა თოდუასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებაზე იმსჯელეს.

“რაღაც შესაძლო კორუფციულ ნიშნებზე უთითებთ და კითხვაზეც ვერ გაეცით პასუხი, რა არის შესაძლო კორუფციული ნიშნები. არაკომპეტენტურობის და არაკვალიფიციურობის ზენიტში ხართ. მე ბევრჯერ შემოგთავაზეთ თქვენ – ჩააბარეთ სამოსამართლეო გამოცდა და მე დავტოვებ იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობას”,- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

“მეც, მეც დავტოვებ [საბჭოს]”, – დასძინა სერგო მეთოფიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გაღიზიანება გამოიწვია ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის განცხადებამ. მათ მოსამართლე ილონა თოდუა არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი- მის ლობირებაში.

ნახეთ ვრცლად:

ჯანეზაშვილი და დოლიძე მოსამართლე თოდუას არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი