ახალი ამბები

იტალიაში ექსტრემისტებს ანტისაჰაერო რაკეტა უპოვეს – Politico

16 ივლისი, 2019 •
იტალიაში ექსტრემისტებს ანტისაჰაერო რაკეტა უპოვეს – Politico

იტალიის რამდენიმე ქალაქში სამართალდამცველებმა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდებისას საბრძოლო მასალები, მათ შორის ანტისაჰაერო რაკეტა ამოიღეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

რეიდის შედეგად სულ 3 ადამიანია დაკავებული.

პოლიციის ცნობით, იტალიელმა სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისა და ნეონაცისტური ატრიბუტიკის მარაგი აღმოაჩინეს.  ასევე,  აეროპორტში დამალული რაკეტაც იპოვეს, რომლის გაყიდვასაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი დაკავებული აპირებდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, აღმოჩენილი რაკეტა ყატარიდან არის ჩამოტანილი.

პოლიციის განცხადებით, რეიდი ჩატარდა უკრაინის რეგიონ დონბასში რუსეთის მხარდამჭერ ამბოხში მონაწილე იტალიელი ექსტრემისტების გამოძიების ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი