ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“Protest” სამკაულებით – გოგოების ბიზნესი სომხეთში [ვიდეო]

16 ივლისი, 2019 • 1958
“Protest” სამკაულებით – გოგოების ბიზნესი სომხეთში [ვიდეო]

ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი


“პროტესტი” ჩვენთვის პირველ რიგში პლატფორმაა, რომელიც ჩვენს იდეებს ხორცს ასხამს. “პროსტესტი” აჩვენებს, რომ არსებობს ალტერნატივა”, – ამბობს სომხეთში ვერცხლის სამკაულების საწარმოს და ონლაინმაღაზია “Protest”-ის თანადამფუძნებელი ნარინე იეგოიანი.

“პროტესტი” რამდენიმე წლის წინ ორმა გოგომ შექმნა. საწარმო გაფართოვდა და დღეს მისი სამივე თანამშრომელი ნეტგაზეთთან საკუთარი “პროტესტის” შესახებ ჰყვება.

“შაბლონების, სტანდარტების წინააღმდეგი ვართ და ჩვენი ნაკეთობებით გვინდა, რომ ჩარჩოებიდან გავიდეს ადამიანების გემოვნება. ჩვენ მათ ვაძლევთ მოტივაციას, სხვანაირად დაიწყონ ფიქრი”.

“ჩვენი კლიენტები ჩვენს აქსესუარებში გარკვეულ აზრს პოულობენ”.

“გვინდა, ხალხმა იცოდეს, რომ მედალს ორი მხარე აქვს და ყველა თანაბარია. ისეთი უნდა იყო, როგორიც ხარ და არა ისეთი, როგორის ყურებასაც საზოგადოებაა მიჩვეული”.


მასალების გადაბეჭდვის წესი