“რა თქმა უნდა, ეს არის დაგეგმილი მკვლელობა. ამაზე პასუხი უნდა აგოს ყველამ. თუ იურის დასაფლავებამდე არ დაიდება მასალები, თუ როგორ მოხდა და ვინ დაგეგმა ეს ყველაფერი, საქართველოში უმართავი პროცესები დაიწყება. ასეთი რამ გაგიგიათ? მშობლებს შვილების საფლავთან მისვლა გვეშინია. ვის უნდა მოაფიქრდეს ეს… ასეთი მკვლელობა მსოფლიოში არ გამიგია”, – განაცხადა რობაქიძემ “დარბაზ ჯაზუში”.
მისივე თქმით, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის, გირგვლიანის, რობაქიძის გარდაცვალების გამოძიების საქმეები ჩიხშია შესული, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ მათ სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნაც მოითხოვონ:
“გამოძიებები ჩიხშია შეყვანილი პრაქტიკულად ყველა საქმეში. გგონიათ, გირგვლიანის საქმე დამთავრდა? მაშინ რა უნდა დონაძეს გარეთ, ან სალაყაიას გარეთ? შესაძლებელია სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნაც მოვითხოვოთ”.
ზემოხსენებულ საზოგადოებრივ საბჭოში სულ 7 ადამიანი წევრიანდება, მათ შორის- ჯამბულ გამცემლიძე, სოსო რობაქიძე და შალვა მექვაბიშვილი.