ახალი ამბები

ძველი ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით შეიცვლება

16 ივლისი, 2019 • 1491
ძველი ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით შეიცვლება

თბილისში მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლება ავტობუსებით ან ტრამვაით არ იგეგმება. დედაქალაქის მერის განცხადებით, ძველ ყვითელ მიკროავტობუსებს მალე ახლებით შეცვლიან.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყვითელი მიკროავტობუსების მდგომარეობა, რომელიც 2011 წელს შემოიყვანეს თბილისში, კრიტიკას ვერ უძლებს და არის უმძიმესი:

ყველანაირი რესურსები ამ მიკროავტობუსებს ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ კერძო კომპანიასთან, რომ ჩავანაცვლოთ ეს მიკროავტობუსები. ეს მართლაც ასე იქნება. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვნათ და დედაქალაქს ეყოლება ახალი მიკროავტობუსები, რომელიც მოემსახურება თბილისის მოსახლეობას”.

რაც შეეხება თბილისის ავტობუსებს, კახა კალაძის თქმით, ყველა უბანში, სადაც ამ დროისთვის მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაოები, ავტობუსებისთვის განკურთვნილი სპეციალური ზოლები და შესაბამისი ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული.

თბილისის ავტობუსისა და მეტროში მგზავრობის საფასურის გადახდის ინტეგრირებულ სისტემას მალე მიკროავტობუსიც დაემატება, რის შედეგადაც 1 ბილეთით შეძლებთ სამივე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას.

ამავე თემაზე:

მალე 1 ბილეთით შეძლებთ მგზავრობას მიკროავტობუსით, ავტობუსითა და მეტროთი – კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი