ახალი ამბები

მალე 1 ბილეთით შეძლებთ მგზავრობას მიკროავტობუსით, ავტობუსითა და მეტროთი – კალაძე

16 ივლისი, 2019 • 1903
მალე 1 ბილეთით შეძლებთ მგზავრობას მიკროავტობუსით, ავტობუსითა და მეტროთი – კალაძე

თბილისის ავტობუსსა და მეტროში მგზავრობის საფასურის გადახდის ინტეგრირებულ სისტემას მალე მიკროავტობუსიც დაემატება, რის შედეგადაც 1 ბილეთით შეძლებთ სამივე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გააკეთა.

გვექნება ერთიანი გადახდის სისტემა – ერთი აღბული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავროთ როგორც ავტობუსით და მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გვექნება სრული პრეზენტაცია”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, ყველა უბანში, სადაც ამ დროისთვის მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაოები, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები და შესაბამისი ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, რომლეიც 2011 წელს შემოიყვანეს, დედაქალაქის მერის განცხადებით, მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და არის უმძიმესი. კალაძე ძველი მიკროავტობუსების ახლით ჩანაცვლებას აანონსებს.

ყველანაირი რესურსები ამ მიკროავტობუსებს ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ კერძო კომპანიასთან, რომ ჩავანაცვლოთ ეს მიკროავტობუსები. ეს მართლაც ასე იქნება. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვნათ და დედაქალაქს ეყოლება ახალი მიკროავტობუსები, რომელიც მოემსახურება თბილისის მოსახლეობას”.

ძველი ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით შეიცვლება

მასალების გადაბეჭდვის წესი