ახალი ამბები

თელავში მეხანძრე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა

15 ივლისი, 2019 • 867
თელავში მეხანძრე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

უწყების ცნობით, 51 წლის მეხანძრე თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი