გასატარებელი ღონისძიებები შესულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში ”აზერბაიჯანში განათლების განვითარების ეროვნული სტრატეგია”, -წერს სააგენტო trend.az.
სააგენტოს ინფორმაციით, 2016-2018 წლებში შემუშავდება და პრაქტიკაში ამოქმედდება ერთწლიანი სავალდებულო სკოლამდელი განათლების მექანიზმი. ამ რეფორმის განხორციელებაზე პასუხისმგებლები არიან აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო და მინისტრთა კაბინეტი.
2015-2016 წლებში შემუშავდება სკოლამდელი განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის თანახმადაც, სკოლამდელი განათლების სისტემაში ჩაერთვება სკოლამდელი ასაკის ბავშვთა 90 პროცენტი. გარდა ამისა, შემუშავდება სახელმწიფო პროგრამა სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნებისა და მათი მუშაობის გააქტიურების კუთხით. სკოლამდელი განათლების ეროვნულ სტანდარტებს აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო მიმდინარე წლის განმავლობაში შეიმუშავებს, წერს trend.az.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |