ახალი ამბები

კახიშვილი ვაზაგაშვილზე: ასეთ ტრაგედიებს საქართველოში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს

20 იანვარი, 2015 •
კახიშვილი ვაზაგაშვილზე: ასეთ ტრაგედიებს საქართველოში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს

“თუ ეს სიმართლეა, ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ ის პირები, რომლებმაც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს, გადაურჩებიან მართლმსაჯულებას. როდესაც ვსაუბრობდით ჩვენ წლების განმავლობაში სამართლიანობის აღდგენაზე, ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი უნდა დაესვას, რომ ასეთ ტრაგედიებს საქართველოში ადგილი აღარ ჰქონდეს. იმედს ვიტოვებ, რომ უმოკლეს ვადაში ეს დანაშაული გაიხსნება და ის პირები კანონის ჩარჩოში, მაგრამ ძალიან მკაცრად იქნებიან დასჯილი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანებს ჰქონდეთ გარანტია, რომ სიმართლისთვის არ კვდებიან ამ ქვეყანაში”, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

 

იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი ნაღმის აფეთქების შედეგად გადაიცვალა.

 

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.

 

მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.

 

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა  იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.

კახა კახიშვილი
კახა კახიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი