ახალი ამბები

იური ვაზაგაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

20 იანვარი, 2015 •
იური ვაზაგაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

 2006 წელს სამართალდამცავების მიერ მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის  ინფორმაციით, შვილის საფლავზე ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

 

რუსთავი 2-ის ცნობით, მეზობლებლები აცხადებენ, რომ ვაზაგაშვილი სოფლის სასაფლაოზე დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რომლის შემდეგაც თავისი შვილისი საფლავზე მივიდა. ცოტა ხნის შემდეგ მეზობლებმა აფეთქების ხმა გაიგეს, სასაფლაოსთან მისულებმა კი ვაზაგაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. 

 

რუსთავი 2-ის ცნობით შემთხვევა დაახლოებით 14.30 საათზე მოხდა.

 

შემთხვევის ადგილას ამჟამად იმყოფებიან პოლიციელები. ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

ოჯახის წევრები, რომლებიც თბილისში იმყოფებიან, მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

 

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.

 

მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.

 

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა  იური ვაზაგაშვილი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.

იური ვაზაგაშვილი
იური ვაზაგაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი