ახალი ამბები

მათემატიკოს ალან ტურინგს 50-ფუნტიანზე გამოსახავენ

15 ივლისი, 2019 • 1196
მათემატიკოს ალან ტურინგს 50-ფუნტიანზე გამოსახავენ

ინგლისის ბანკის გადაწყვეტილებით, 50-ფუნტიან კუპიურაზე მათემატიკოს ალან ტურინგს გამოსახავენ. კომისიამ ის 1 000 მეცნიერს შორის აირჩია.

ტურინგს დიდი როლი მიუძღვის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში. სწორედ მან თავის გუნდთან ერთად შეძლო ნაცისტური გერმანიის მიერ გამოგონებულ მანქანა “ენიგმას”მუშაობის პრინციპის ამოხსნა და წლების მანძილზე ბრიტანეთი და მოკავშირეები საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციას წინასწარ იღებდნენ.

მეცნიერთა თითქმით, მათემატიკოსი 1000-კაციანი სიიდან ამოარჩიეს. გადაწყვეტილება ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა მარკ ქარნეიმ მანჩესტერში, მეცნიერებისა და ინდუსტრიის მუზეუმში გამოაცხადა.

„ალან ტურინგი შესანიშნავი მათემატიკოსი იყო, რომლის საქმემაც დიდი ზეგავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ დღეს. როგორც კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მამა, ასევე, როგორც გმირი, ალან ტურინგის წვლილი ბევრად უფრო მეტი იყო, ის არის გმირი, რომლის მხრებზეც ახლა ბევრი დგას”, – თქვას ქარნეიმ.

ბანკმა პატივი მიაგო ტურინგის მეცნიერულ მოღვაწეობასა და საზოგადოებაზე ზეგავლენას, რომელიც მის გასამართლებას მოჰყვა. ტურინგმა, კერძოდ კი მისმა სიკვდილმა, დიდი გავლენა იქონია ლგბტ თემის უფლებრივ ბრძოლაშიც. საქმე ის არის, რომ ტურინგი 1952 წელს დააკავეს, რადგან მასთან ერთად მომუშავე ტექნიკოსთან – არნოლდ მიურესთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. მას ბრალი “უხამსი ქცევისთვის“ წაუყენეს, ვინაიდან იმ დროს ჰომოსექსუალური აქტი დიდ ბრიტანეთში დანაშაულად მიიჩნეოდა.

ალან ტურინგი ციხის სანაცვლოდ ე.წ. ქიმიურ კასტრაციას დათანხმდა.  ერთი წლის განმავლობაში ალანი ადამიანის ორგანიზმში არსებულ ბოლოგიურად აქტიური ნივთიერებას, ესტროგენის დამატებით დოზას იძულებით იღებდა, რამაც, საბოლოო ჯამში, ტურინგის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა გაანადგურა.

ბრიტანეთის მთავრობამ ტურინგს 2009 წელს ბოდიში ოფიციალურად მოუხადა, ოთხი წლის შემდეგ კი დედოფალმა “შეიწყალა”. ტურინგის მსგავსად 49ნ000 ადამიანია ნასამართლევი უხამსობის ჩადენის ბრალდებით.

ვრცლად ტურინგის ცხოვრების შესახებ წაიკითხეთ ეს სტატია:

ალან ტურინგი – მათემატიკით მოგებული მეორე მსოფლიო ომი

მასალების გადაბეჭდვის წესი