ალან ტურინგი – მათემატიკით მოგებული მეორე მსოფლიო ომი

“შენ ახლახან ნაციზმი კროსვორდის თავსატეხის საშუალებით დაამარცხე” – ეუბნება ფილმის “იმიტაციის თამაშის” ერთ-ერთი გმირი ალან ტურინგს, როდესაც ის ნაცისტური გერმანიის მიერ გამოგონებულ მანქანა “ენიგმას” საიდუმლოს ამოხსნის.  მათემატიკოსის და კომპიუტერული მეცნიერებების ფუძემდებლის, ალან ტურინგის ცხოვრება ბიოგრაფიული ფილმის საფუძველი გახდა, რომელიც ოსკარის 8 ნომინაციაზეა წარდგენილი.