მომდევნო აგენტი 007 შესაძლოა კაპიტან მარველის ვარსკვლავმა, ლაშანა ლინჩმა შეასრულოს. ინფორმაციას ამის შესახებ Vice ავრცელებს როგორც გამოცემა წერს, ლინჩი დენიელ კრეიგს ჩაანაცვლებს ჯეიმს ბონდის შემდეგ ფილმში.
Vice-ის თქმით, დენიელ კრეიგის ჯეიმს ბონდი კარიერას ასრულებს და საკუთარ კოდურ სახელს ლინჩის პერსონაჟს გადაულოცავს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა კინოსამყაროში ყველაზე პოპულარული ბრიტანელი ჯაშუშის როლს შავკანიანი ქალი მოირგებს.
გამოცემა ასევე წერს, რომ მომდევნო ფილმს უფრო ფემინისტური ელფერი ექნება.
რემი მალეკი ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში მთავარ ბოროტმოქმედს ითამაშებს