ახალი ამბები

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს

20 იანვარი, 2015 • 913
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2015 წელს 3.5%–იან ზრდას ელოდება, ნაცვლად დაგეგმილი 3.8%–იანი პროგნოზისა, რის შესახებაც მან ოქტომბერში განაცხადა.


რაც შეეხება 2016 წელს დაგეგმილ ეკონომიკურ ზრდას, ის 3.7%–მდე შემცირდა.


ოქტომბერში გამოცხადებული პროგნოზის გადახედვა ჩინეთში, რუსეთში, იაპონიასა და ევროზონაში ეკონომიკის შემცირებულმა ზრდამ, ასევე ნავთობზე ფასების შემცირებამ განაპირობა.


საქართველოში 2015 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4,0%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5,5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი, 3,5%-4,0%-ის ფარგლებში. 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი