ახალი ამბები

21 ივლისის ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

15 ივლისი, 2019 • 1903
21 ივლისის ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას თქმით, დასავლეთ საქართველოში ცალკეულ დღეებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, განსაკუთრებით- საღამოს საათებში. მთიან რაიონში კი- ინტენსიური წვიმა. დაბლობში დაახლოებით 26-29 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი. ზღვის პირას ტემპერატურა 24-26 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია წვიმა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოსგან ტემპერატურა, სავარაუდოდ, რამდენიმე გრადუსით იქნება განსხვავებული. 17, 18 და 21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში, კონკრეტულად ქვემო ქართლში, კახეთსა და თბილისში, მაქსიმალური ტემპერატურა 34-36 გრადუსს მიაღწევს. 16, 19, 20 ივლისს აღმოსავლეთ საქართელოს ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ქარი. ცალკეულ რაიონებში კი მოსალოდნელია სეტყვაც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი