ახალი ამბები

შსს: ამოღებულია 50 აბი ექსტაზი

20 იანვარი, 2015 •
შსს: ამოღებულია 50 აბი ექსტაზი

პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს, რომლის საერთო წონა ექსპერტიზის დასკვნით 14,836 გრ-ია და 0,6 გრ მეტამფეტამინს შეიცავს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 20,481 გრ გამომშრალი მარიხუანა.

 

“გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)”, – აცხადებენ პოლიციაში.


ექსტაზი
ექსტაზი

მასალების გადაბეჭდვის წესი