ახალი ამბები

პორტუგალიაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – მათ ქურდობას ედავებიან

15 ივლისი, 2019 • 818
პორტუგალიაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – მათ ქურდობას ედავებიან

პორტუგალიის პოლიციამ ქალაქ პორტოში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც, ადგილობრივი მედიის თანახმად, ქურდობას ედავებიან.

JN.pt-ს ცნობით, ისინი პორტოში 5 თვის წინ ჩავიდნენ სახლების გაქურდვის მიზნით, საიდანაც ფული, ოქრო და სეიფები მოიპარეს. გამოცემა ასევე წერს, რომ პირებს ქალაქ ვილა ნოვა დე გაიაში “გადამზადების ცენტრი” ჰქონდათ მოწყობილი, სადაც კარგად დაცული საკეტების გატეხვას ეუფლებოდნენ.

მედიასაშუალების თანახმად, თებერვლიდან დღემდე მათ გატეხეს 12 სახლი, რომელთა უმეტესობა პორტოში მდებარეობს. ამას გარდა, საქართველოს სამმა მოქალაქემ ბინები ლისაბონსა და ბრაგაშიც გაქურდა.

“ნეტგაზეთი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს. მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი