11.00 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და 2014 წელს გაწეული სამუშაოების თაობაზე მოსახლეობას ანგარიშს ჩააბარებს.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
11.00 “პირველ პრესკლუბში” ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობა.
11:30 უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ისლამისა და ვაჰაბიზმის საფრთხე საქართველოში.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
11:30 “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” ადვოკატი, პატიმარ ემზარ კვიციანის ოჯახის ინტერესების დამცველი ალექსანდრე კობაიძე ჩამორთმეული ქონების დაბრუნების თხოვნით პრემიერ-მინისტრის სახელზე კანცელარიაში განცხადებას შეიტანს.
საკონტაქტო ტელ: 598 54 94 84
11:30 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრესკონფერენციას გამართავს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
12:00 ანტიმეკობრული სტრატეგიის შემუშავების მიზნით ხმის ჩამწერ სტუდიებთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან “სანო სტუდიის”, “ბრავო რექორდსის”, “არტ პალასის” და სხვა წამყვანი ხმის ჩამწერი სტუდიების ხელმძღვანელები.
მის: კოსტავას ქ. #63, II სადარბაზო, II სართ., საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ოფისი
12:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მასწავლებლის შეფასებისა და პროფესიული განვითარების სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესის შემუშავების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო კომისიის წევრებთან პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს.
მის: უზნაძის ქ. #52, განათლების სამინისტრო
12.00 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში “არა ძალადობას” გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართება. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ-ის I კორპუსი, III სართ., მუზეუმის საგამოფენო დარბაზი
12:00 “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” წევრი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
მის: წერეთლის #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00 სახალხო დამცველი გორში ქვემო ქართლის გუბერნატორთან შეხვედრას გამართავს.
13:00 ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბერძენიშვილი სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს შეხვდება.
თბილისი, პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
14:00 საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ,,თავისუფალი-თაობა”” გამართავს აქციას და შეიტანს 3 განცხადებას მთავარი პროკურორის სახელზე, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიონ ყველასათვის მივიწყებული საქმე – ე.წ “სვანი ბიჭების საქმე”, სადაც ფიგურირებს ერეკლე კოდუა და ნანუკა ჟორჟოლიანი. ასევე გამოძიებულ იქნას და გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა დადგინდეს “თავისუფალი ზონის” და “იდენტობის” საქმიანობა და ფინანსური წყაროები.
მის: გორგასლის ქ. #24
14:00 საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი პრესკონფერენციას გამართავს და მთავრობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის დაბრუნების საკითხზე საგანგებო მიმართვას გაავრცელებს.
მის: აღმაშენებლის გამზ. #123
საკონტაქტო ტელ: 577 710 720, 599 345 929, 295 41 64, 295 95 13
15:00 სახალხო დამცველი ზარდიაანთკარის მოსახლეობას შეხვდება.
15.00 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მოშე-ხაიმ (თემურ) მდინარაძის მონოგრაფიის “თორისა და ქებათა ქების არსის საიდუმლოებათა შემეცნების” პრეზენტაცია.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ-ის I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
15:00 სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლოთეკაში “საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაცია” “კრემლის იმპერიული პოლიტიკის შედეგებზე” შეხვედრას გამართავს.
თემა: კრემლის პოლიტიკასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხები მე-20 საუკუნის 90-ანი წლებიდან დღემდე (საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის ქვეყნების მაგალითზე).
მის: გიორგი სააკაძის დაღმართი #10
საკონტაქტო პირი სამირა ისმაილოვა – 557 16 11 12, 557 137 009
16:00 თბილისის საკრებულოს მთავარ ფოიეში ნათლისღების დღესასწაულის ფარგლებში განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით გაიმართება შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
19:00 სასტუმრო “ვერე პალასში” “საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია მრგვალ მაგიდას გამართავს.
თემა: ორგანიზაციის გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2015 წლის პრიორიტეტები.
მის: ქუჩიშვილის ქ. #22/24; სასტუმრო ,,ვერე პალასი”
საკონტაქტო პირი ელენე გამეზარდაშვილი – 577 17 75 17