ახალი ამბები

“პატრიორტთა ალიანსის” დეპუტატი მოსკოვშია 

14 ივლისი, 2019 • 1194
“პატრიორტთა ალიანსის” დეპუტატი მოსკოვშია 

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი გოჩა ლომია მოსკოვშია. ამ ინფორმაციას “რია ნოვოსტი”  დეპუტატზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, ლომიამ განუცხადა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” კიდევ ერთი დეპუტატი ადა მარშანია და თბილისის საკრებულოს წევრი გოჩა თევდორაძე მოსკოვში ხვალ ჩაფრინდებიან. 

“პატრიოტთა ალიანსის” წევრები რუსეთის დუმის დეპუტატებთან გეგმავენ შეხვედრას. მათ ვიზიტი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა დაანონსა.

უცნობია რა გზით ჩადიან “პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში, მაშინ როცა რუსეთმა თბილისში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების გამო, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატ გავრილოვის თბილისში ვიზიტს მოყვა, ავიარეისები გააუქმა თბილისთან.

საქართველოს და რუსეთს ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვთ 2008 წლის ომის შემდეგ, თუმცა “პატრიოტთა ალიანსის” წევრები მაინც სტუმრობენ ხოლმე რუსეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი