ახალი ამბები

გადაცემის ფორმატის ცვლილება დირექტორთან შეთანხმებული იყო – “ვასმედიას” პროდუსერი

14 ივლისი, 2019 • 1559
გადაცემის ფორმატის ცვლილება დირექტორთან შეთანხმებული იყო – “ვასმედიას” პროდუსერი

“მენეჯმენტთან არანაირი პრობლემები არ გვქონია. ფაქტია, გადაცემა ეთერში ვიხილეთ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს”  ტელეკომპანია “იმედის” იუმორისტულ გადაცემა “ვასმედიას” აღმასრულებელმა პროდიუსერმა ირაკლი ხრიკაძემ. 

გადაცემის წამყვანმა ვასიკო ოდიშვილმა 13 ივლისის გადაცემა ბოდიშით დაიწყო და განაცხადა, რომ ამ გადაცემაში ხუმრობას არ აპირებდა. ამის შემდეგ მან მონოლოგი 20 ივნისის მოვლენებს, “ოცნების”, ხელისუფლების  და “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას დაუთმო. 

“გადაცემა გაგრძელდება ჩვეულ, სატირულ-იუმორისტული ფორმატით. ეს ერთჯერადად იყო ფორმატის დარღვევა, წამყვანის სრული და შემოქმედებითი ჯგუფის ერთიანი აზრი იყო და რა თქმა უნდა მენეჯმენტთან შეთანხებული და დადასტურებული.  ვფოქრობთ, სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მაყურებელმა უნდა შეაფასოს. აუცილებლად გაგრძელდება გადაცემა. კიდევ ბევრი დაგვრჩა სათქმელი”- უთხრა  გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერმა “ნეტგაზეთს”. 

ირაკლი ხრიკაძის თქმით, რადგან მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ფორმატის თვალსაზრისით, ის შეთანხმდა არხის დირექტორ ელდარ მდინარაძესთან. თუმცა პროდიუსერი დასძენს, რომ შეთანხმება ეხებოდა ფორმატის ცვლილებას და არა შინაარსს: 

“თუ შინაარსზე და ცენზურაზე მესაუბრებით, ეგ ჩვენთან, დაწყებული ყოველდღიური აბებით და დამთავრებული ვასმედიით, ეგ არ ხდება”. 

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ გადიოდა 15 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში “ვასმედია”, ხრიკაძე პასუხობს რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე არხის საეთერო ბადიდან ჩახსნილი იყო ყველა გასართობი გადაცემა და ახლა აღსდგა. 

კობახიძეზე ხუმრობის შემდეგ, “იმედზე” ვასიკო ოდიშვილის გადაცემა “დაპაუზდა”

მასალების გადაბეჭდვის წესი