ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. არქიმანდრიტ ილია კარტოზიას გარდა ყველა მათგანი ცოცხალი გადარჩა.
არქიმანდრიტი ილია კარტოზია საქართველოში 18 იანვარს ჩამოასვენეს და სამების ტაძარში გადაასვენეს. ილია კარტოზიას მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.