“არავითარ შემთხვევაში ეს არ ეხება კანონიერ ფორმირებებს და ის კითხვები და წუხლი, რომელიც გაჩნდა უსაფუძვლოდ, რომ თითქოსდა ეს ეხება იმ ქართველებს, რომლებიც კიევის ხელისუფლების ფარგლებს ქვეშ, ანუ მათი იურისდიქციის ქვეშ მოქმედებენ, საფუძველს არის მოკლებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ლაპარაკია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ უკანონო ფორმირებებზე და არავითარ შემთხვევაში იმ მოქალაქეებზე, ვინც იბრძვის ხელისუფლების გვერდით,”– განაცხადა ლევან იზორიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის ტრიტორიაზე მოქმედ უკანონო ფორმირებებში გაერთიანება დაისჯება. გარდა ამისა, ისჯება ასეთ ფორმირებებში ორგანიზებული წვრთნის გავლა; ამგვარ უკანონო ფორმირებაში გაწევრიანების, მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის გადაბირება ან გაწვრთნა, ასევე,უკანონო ფორმირებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მასალის ან/და სიმბოლიკის გავრცელება ან გამოყენება.
კანონპროექტის თანახმად, ეს ქმედება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე ისჯება.