ახალი ამბები

გაბუნიას შემდეგ პუტინს უკრაინელმა ტელეწამყვანმაც აგინა – ვიდეო

12 ივლისი, 2019 • 13269
გაბუნიას შემდეგ პუტინს უკრაინელმა ტელეწამყვანმაც აგინა – ვიდეო

გიორგი გაბუნიას შემდეგ პუტინს უკრაინელმა ტელეწამყვანმა არტიომ ოვდიენკომ სატელევიზიო სტუდიიდან აგინა. “კანალ 24-ის” წამყვანმა ფეისბუკზე 2-წუთიანი მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც პუტინს არაერთხელ შეაგინა, შემდეგ კი რუსთავი 2-თან ტელეხიდი დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, პარასკევს უნდა გაიმართოს.

“ჩემი კოლეგები რუსთავი 2-დან არ მომცემენ მოტყუების საშუალებას, პუტინ, შენ ხუილო ხარ. და რაც უფრო მალე გიხილავთ კუბოში და თეთრ ფაჩუჩებში, მით უფრო მეტ საფერავსა და წინადადალს დავლევთ ერთად ამ ბედნიერ დღეს. მაგრამ სანამ შენს ბოტოქსს შენი ტვინი ბოლომდე არ შეუჭამია, ახსენი, რატომ მოძვრები ჩვენკენ? რატომ ვერ ზიხარ წყნარად, შენს მოფლეთილ უკანალზე, რას მოძვრები და მოძვრები ჩვენკენ – უკრაინაში? საქართველოში? და მოლდოვაში?“, – ამბობს ის.

მონოლოგის დასასრულს ჟურნალისტი რუსთავი 2-თან ტელეხიდს აანონსებს და ამბობს, რომ “ჩვენ ბევრი გვაქვს განსახილველი და უნდა განვიხილოთ კიდეც ბევრი, ჩვენს ქართველ ძმებთან“.


ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, მათ შორის, გარდაცვლილი დედა და მამა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

“რუსთავი 2”-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვონ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე, განაცხადა, რომ “კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი