ახალი ამბები

შსს-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავა

19 იანვარი, 2015 • • 966
შსს-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავა

შსს-ს ცნობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის კეთილმოწყობისა და კომუნალური მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ოთარ ნაკანი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ოთარ ნაკანმა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, კერძო კომპანიის წარმომადგენელს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს დარღვევით შესრულების შემდეგ, კომპანიის შავ სიაში შეუტანლობის და მომავალში შესრულებელი სამუშაოების მუნიციპალიტეტისთვის უპრობლემოდ ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი.

გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

შსს
შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი