გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში მიხაელ როთი თბილისში ლგბტ აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან განცხადება ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა:
Auch in #Georgien sind LGBTI massiver Diskriminierung & Ausgrenzung ausgesetzt. Heute traf ich Mariam & George, zwei mutige AktivistInnen für Respekt, Gleichstellung & Vielfalt. Sie brauchen unsere Solidarität & Unterstützung. #LGBTI-Rechte sind Menschenrechte. Überall. ???️?? pic.twitter.com/ySABoqpZa7
— Michael Roth – official ?????? (@MiRo_SPD) July 12, 2019
“საქართველოშიც განიცდის ლგბტი თემი მასიურ დისკრიმინაციასა და იზოლაციას. დღეს მე შევხვდი მარიამსა და გიორგის, ორ მამაც აქტივისტს, რომლებიც პატივისცემისთვის, თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის იბრძვიან. მათ სჭირდებათ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა. ლგბტი უფლებები ადამიანის უფლებებია ყველგან“, – წერს როთი ტვიტერზე.
როთის ტვიტს გამოეხმაურა „თბილისი პრაიდიც“. ორგანიზაციამ ფეისბუკ-გვერდზე დაწერა, რომ შეხვედრისას მათ გერმანიის სახელმწიფო მინისტრს ინფორმაცია მიაწოდეს პრაიდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.
რაც შეეხება მიხაელ როთის განცხადებებს, ლგბტ თემის უფლებებს გუშინ ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზეც გამოეხმაურა და თქვა:
“მე მირჩევნია გულღია და გულწრფელი საუბარი. მე რელიგიური ადამიანი და ჩემი ეკლესიის ერთგული ვარ და მესმის, რომ არის გარკვეული გაუგებრობები და ეს გაუგებრობები რუსი პოლიტიკოსებისგანაც მომდინარეობს. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არასდროს არ უნდა განვასხვავოთ.
ეკლესიისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რომ გავაძლიეროთ საზოგადოებები, რომლებიც მუდმივად პატივისცემას, ტოლერანტობას გამოხატავს უმცირესობების მიმართ. არ არსებობს გასასამართლებელი საბუთი არც რელიგიური წრეების წარმომადგენლებისგან, რომ დავადანაშაულოთ სექსუალური უმცირესობები. ეს არის სრულიად და ტოტალურად მიუღებელი“.
ვრცლად:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/216671/