ახალი ამბები

Norman Atlantic-ზე გარდაცვლილ ილია კარტოზიას საქართველოში დღეს საღამოს ჩამოასვენებენ

18 იანვარი, 2015 • 1047
Norman Atlantic-ზე გარდაცვლილ ილია კარტოზიას საქართველოში დღეს საღამოს ჩამოასვენებენ

საპატრიარქოს სამდივნოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ თვითმფრინავი საქართველოში 17:30–ზე ჩამოფრინდება, რის შემდეგაც ილია კარტოზიას ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. სამებაში პანაშვიდი გაიმართება, წირვის შემდეგ კი, ხვალ ილია კარტოზიას მცხეთაში გადაასვენებენ.

 

“ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი გადმოსვენება, იმიტომ, რომ შესაბამის პროცედურებს ატარებდა იტალიური მხარე. დღეს საღამოს, დღის მეორე ნახევარში ჩამოასვენებენ,”– განგვიცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

 

ილია კარტოზიას მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

 

გემზე, რომელმაც იტალიაში კატასტროფა განიცადა, სულ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია კარტოზიას გარდა, ყველა მათგანის გადარჩენა მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი