Reginfo-ს ინფორმაციით, კახეთში, ფშაველი-ომალოს გზაზე მშენებარე ჰესზე მუშა დაიღუპა.
გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი მუშა 1975 დაბადებული კაცია.
ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.