ახალი ამბები

აშშ-ის ელჩის მ/შ-ის თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ ყოფილა

12 ივლისი, 2019 • 721
აშშ-ის ელჩის მ/შ-ის თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ ყოფილა

ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს არც თვითონ და არც ვინმე სხვა აშშ-ს საელჩოდან საქართველოს პარლამენტში არ ყოფილა.

„როგორც აქამდე გვითქვამს, 20 ივნისის მოვლენები საჭიროებს სრულ გამოძიებას, როგორც ძალის გამოყენების, ისე ზოგი დემონსტრანტის მიერ ძალადობის საკითხში. მოხარული ვართ, რომ, როგორც ჩანს, გამოძიება მიმდინარეობს. მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუ უშუალოდ ვინ იყო პარლამენტში მაგ დღეს, პირადად მე შეერთებულ შტატებში ვიყავი და ვესწრებოდი ჩემი ქალიშვილის ქორწილს“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ეს კომენტარი გააკეთა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე, „საქართველოს ევროპული გზა“.

კითხვა, სად იყვნენ უცხოელი დიპლომატები 20 ივნისის ღამეს, აქტუალური გახდა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ. 11 ივლისს, ტვ პირველზე ღია ეთერში სტუმრობისას გიორგი გახარიამ განაცხადა რომ 20 ივნისის ღამეს საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა ქვეყნის ელჩი იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი