ახალი ამბები

გახარიამ აქციას თავი აარიდა და ტვ “პირველის” შენობა ალტერნატიული გასასვლელით დატოვა

11 ივლისი, 2019 • 867
გახარიამ აქციას თავი აარიდა და  ტვ “პირველის” შენობა ალტერნატიული გასასვლელით დატოვა

“მშიშარა, მშიშარა!” – ამ შეძახილებს სკანდირებდნენ “ტვ პირველის” სტუდიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მაშინ როცა შს მინისტრმა “ტვ პირველის” სტუდია ალტერნატიული გასასვლელით დატოვა.

აქციის მონაწილეები ელოდნენ, რომ ის ჩამოვიდოდა კიბეებზე ცენტრალურ შესასვლელთან, თუმცა გახარია იქ არ გამოჩენილა. აქციის “სირცხვილიას” მონაწილეები ამბობენ, რომ დახვდებიან გიორგი გახარიას ყველგან, სადაც წავა, გარდა საკუთარი სახლისა. ამ დროისთვის “ტვ პირველთან” საპროტესტო აქცია დასრულდა და მონაწილეები რუსთაველზე გადაინაცვლებენ, სადაც ანტისაოკუპაციო პროტესტის 22-ე დღეა მიმდინარეობს.

გიორგი გახარიას გადადგომას 20 ივნისის დარბევის შემდეგ ითხოვენ. მოქალაქეთა ნაწილი სწორედ მას აკისრებს პასუხისმგებლობას აქციის დარბევისთვის, რა დროსაც დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, ორმა კი თვალი დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი