„ვიზრუნოთ თითოეული ოჯახის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე“-ეს არის ჯანდაცვის კომიტეტის მთავარი გზავნილი. ამ ინფორმაციას საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ პრესსამსახური ავრცელებს.
ამის შესახებ ცნობილი გახდა დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორწლიანი მუშაობის ანგარიშისა და სამომავლო ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების წარდგენის შემდეგ.
15 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიღება გამართა და 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა.





