ახალი ამბები

ივანიშვილი გვეთანხმება, რომ ძალის გამოყენება ლეგიტიმური და პროპორციული იყო – გახარია

11 ივლისი, 2019 • 958
ივანიშვილი გვეთანხმება, რომ ძალის გამოყენება ლეგიტიმური და პროპორციული იყო – გახარია

შს მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იზიარებს მათ მოსაზრებას, რომ 20 ივნისის აქციის დაშლა იყო ლეგიტიმური და პროპორციული.

ამის შესახებ მან 11 ივლისს ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, მე ჩემი აზრის გამოხატვის საშუალება მქონდა და გამოვხატე – ის იზიარებს გარკვეულ ნაწილში, გარვეულ ნაწილში არ იზიარებს. 

თუმცა მე ვთვლი, რომ ჩვენი ძირითადი პასუხისმგებლობა,  გარდა პარტიულისა, არის კანონმდებლობა და კონსტიტუცია. ეს არის ის ძირითადი მოვალეობა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, იმაში,  რომ ეს იყო ლეგიტიმური და პროპორციული, გვეთანხმება. თუმცა ის , ისევე როგორც ჩვენ, ვფიქრობ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში იყო გადაცდომა, რაც კარგად არის გამოსაძიები”. 


მთავარ ფოტოზე: აქცია ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან

მასალების გადაბეჭდვის წესი