ახალი ამბები

მელია კავშირზე იყო ჯგუფთან, რომელიც 21 ივნისის დილით ქალაქს არბევდა – გახარია

11 ივლისი, 2019 • 1571
მელია კავშირზე იყო ჯგუფთან, რომელიც 21 ივნისის დილით ქალაქს არბევდა – გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია კავშირზე იყო დემონსტრანტთა ჯგუფთან, რომელიც 20 ივნისის ღამის შემდეგ, გამთენიისას, “ქალაქს არბევდა”. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“…რამდენიმე მსხვილი ჯგუფი უბრალოდ გაიშალა ქალაქში: ეს იყო რუსთაველის გამზირი, ეს იყო გმირთა მოედანი და მელიქიშვილი. გამთენიამდე ეს ხალხი, მე არ ვამბობ ყველაზე, დაახლოებით, 300-400 ადამიანი, რომლებთანაც პირდაპირ კომუნიკაციაში იყო მათ შორის ნიკანორ მელიაც დილის 5-დან 6 საათამდე გმირთა მოედანზე… ეს იყო ყველაზე მძიმე წუთები, როდესაც ახალ გაღვიძებულ ქალაქს, მოქალაქეებს, პირდაპირ ფიზიკურ რისკს უქმნიდნენ, არბევდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი შეტევები როგორც მოქალაქეზე, ასევე მათ ქონებაზე, ასევე პოლიციაზე” – განაცხადა მან.

გახარიამ ამავე გადაცემაში აღნიშნა, რომ “სრული ფარსია” 20 ივნისის ის კადრები, რომლებიც ნიკა მელიამ გუშინ, 10 ივლისს, ხელისუფლების ვერსიის საპირწონედ გაავრცელა.

ხელისუფლების ვერსიის საპირწონედ მელია 20 ივნისის ღამეს გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი