ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში აქციაზე დაკავებული დემონსტრანტები გაათავისუფლეს

16 იანვარი, 2015 • 1124
ერევანში აქციაზე დაკავებული დემონსტრანტები გაათავისუფლეს

გამოცემის ინფორმაციით, ოთხ დემონსტრანტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აღიძრა.

“ორ დაკავებულ აქტივისტს იარაღი აღმოაჩნდა, მიმდინარეობს გამოძიება”, – აცხადებენ სომხეთის პოლიციაში.

15 იანვარს პოლიციამ 13 მანიფესტანტი დააკავა ქალაქ გიუმრიში გამართულ საპროტესტო აქციაზეც, რომლის დროსაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ონლაინ გამოცემის news.am ინფორმაციით, ამ შეტაკების დროს 12 ადამიანი დაშავდა.


ფოტო: hetq.am
ფოტო: hetq.am

 

საპროტესტო გამოსვლები ერევანსა და გიუმრიში 13 იავნრიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცის, ვალერი პერმიაკოვის სომხეთის მხარისთვის გადაცემას ითხოვენ.

პერმიაკოვმა 12 იანვარს ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის  ექვსი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და ახალშობილი ბავშვი დაჭრა. ახალშობილი ამ დროისთვის ერევანშია გადაყვანილი და მკურნალობა უტარდება.

მკვლელობაში ბრალდებული პერმიაკოვი ამ დრომდე სომხეთის ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იმყოფება.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი