თბილისში გაუჩინარებული 4 წლის ბავშვი აფხაზეთში იპოვეს

ახალ ათონში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ბ.წ. დააკავეს, რომელმაც აფხაზური მხარის ცნობით, 2015 წელს დაბადებული შვილთან ერთად ენგურის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებითვე, ბავშვის წლოვანების გამო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანდასწრებით, ენგურის გამშვებ პუნქტზე ბავშვი დედას გადაეცა, კაცი კი გალის რაიონის დროებითი განთავსების იზოლატორში გადაყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 წლის ბავშვი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. როგორც ბავშვის დედა აცხადებდა, მისი შვილი ყოფილ ქმარს ჰყავდა გატაცებული.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი