ახალი ამბები

ალასანია: მნიშვნელოვანია პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა დაესწროს

15 იანვარი, 2015 •
ალასანია: მნიშვნელოვანია პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა დაესწროს

“პრეზიდენტი დღეს არის ის ინსტიტუტი, რომელიც გარკვეულწილად აერთიანებს საზოგადოებასაც და პოლიტიკურ ძალებსაც. ამიტომ, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება მის გამოსვლას დაესწროს მთავრობა,”– განაცხადა ალასანიამ “იმედის” ეთერში.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ თავად რატომ არ დაესწრო გასულ წელს გამოსვლას, ალასანიამ უპასუხა, რომ “ეს გადაწყვეტილება იყო მთავრობის მიერ მიღებული და, როგორც კაბინეტის წევრს, ეს გადაწყვეტილება გამაცნეს, თუმცა მგონია, რომ ეს უნდა შეიცვალოს წელს”.

 

14 იანვარს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს საჭიროებას, მთავრობის წევრები პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დაესწრონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი