ახალი ამბები

“გახარია წადი” –აქცია ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად

11 ივლისი, 2019 • 1171
“გახარია წადი” –აქცია ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად

“გახარია წადი”, “shame on you Gakharia”- ამ და სხვა ტრანსპარანტებით ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სასტუმრო “შერატონში” დღეს, 11 ივლისს, საერთშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” იწყება, რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტიც ესწრება.

მოვედით იმისთვის, რომ მინისტრ გახარიას ამბავი გაიგოს საერთაშორისო საზოგადოებამ. დავანახოთ ყველას, რომ ამას არ შევეგუებით”,- გვითხრა აქცის ერთ-ერთმა მონაწილე, ზურაბ ხოზრევანიძემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ჯერჯერობით არ იშლებიან.

„ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცეპრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი